საბერძნეთმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 18 იანვრამდე გაახანგრძლივა

00:33, 09.01.2021

საბერძნეთმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 18 იანვრამდე გაახანგრძლივა, რაც გულისხმობს, რომ ტანსაცმლისა და წიგნის მაღაზიები, ასევე სილამაზის სალონები 18 იანვრამდე დახურული იქნება. ამასთან, აკრძალული იქნება თევზაობა და ნადირობა.

რაც შეეხება დაწყებით სკოლებსა და ბაღებს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ისინი ფუნქციონირებას 11 იანვრიდან განაახლებენ

ქვეყანაში კარანტინი ნოემბრის დასაწყისიდან მოქმედებს. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, საბერძნეთში კორონავირუსის 144 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი  5 200 -მდე მიაღწია.

მსგავსი