საბერძნეთმა, ისრაელმა და კვიპროსმა 1900-კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმეს
საბერძნეთმა, ისრაელმა და კვიპროსმა 1900-კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმეს

საბერძნეთმა, ისრაელმა და კვიპროსმა 1900 კილომეტრი სიგრძის გაზსადენის მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმეს.

„რეიტერის“ ინფორმაციით, გაზსადენი ევროპას ბუნებრივ აირს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან მიაწოდებს.

საბერძნეთის, კვიპროსისა და ისრაელის ენერგეტიკის მინისტრებმა საბოლოო შეთანხმებას ხელი ათენში მოაწერეს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტს თურქეთი ეწინააღმდეგება, სამი ქვეყნის მთავრობა იმედოვნებს, რომ ინვესტიციებზე საბოლოო შეთანხმებას 2022 წლისთვის მიაღწევს, გაზსადენის მშენებლობა კი 2025 წლისთვის დასრულდება.

პროექტის ღირებულება შვიდი მილიარდი დოლარია და საწყის ეტაპზე წლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გატარებას შეძლებს.

გაზსადენი ისრაელისა და კვიპროსის ტერიტორიული წყლებიდან საბერძნეთის კუნძულ კრეტასთან გაივლის, შემდეგ კონტინენტურ საბერძნეთში შევა და იტალიის გავლით ევროპას გაზს მიაწოდებს.