საბერძნეთისა და მაკედონიის პრემიერ-მინისტრები ნობელის პრემიაზე წარადგინეს
მაკედონიის მთავრობის ინფორმაციით, საბერძნეთისა და მაკედონიის პრემიერ- მინისტრები – ალექსის ციპრასი და ზორან ზაევი ნობელის მშვიდობის პრემიაზე არიან წარდგენილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ნობელის 2015 წლის ლაურეატისგან, უიდედ ბუშამაისგან წერილი მიიღო, სადაც ის წერს, რომ ნობელის კომიტეტს წერილი გაუგზავნა და ზაევისა და ციპრასის კანდიდატურები წარადგინა.
ბუშამაის თქმით, საბერძნეთსა და მაკედონიას შორის მიღწეული შეთანხმება იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკისთვის სახელის გადარქმევის შესახებ, არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოგვარდეს მსოფლიოში არსებული კონფლიქტები.