საბერძნეთის სანაპირო დაცვამ კუნძულ კრეტასთან ნავიდან 12 დაღუპული მიგრანტის ცხედარი ამოიყვანა
კუნძულ კრეტასთან ნავიდან 12 დაღუპული მიგრანტის ცხედარი ამოიყვანეს. ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ საბერძნეთის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სანაპირო დაცვის წარმომადგენლის განცხადებით, კალოი ლიმენესის პორტიდან 15 საზღვაო მილის დაშორებით 18 პირი გადაარჩინეს.
კრეტასთან მომხდარი კიდევ ორი ინციდენტის დროს საბერძნეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ათობით ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
მედიის ცნობით, შემთხვევა ორშაბათს, 9 ნოემბერს, დილით მოხდა.