საბერძნეთის რამდენიმე რაიონში კოვიდინფექციის ფართოდ გავრცელების გამო, კვლავ კომენდანტის საათს გამოაცხადებენ
საბერძნეთის რამდენიმე რაიონში კოვიდინფექციის ფართოდ გავრცელების გამო, კვლავ კომენდანტის საათს გამოაცხადებენ

საბერძნეთის რამდენიმე რაიონში კოვიდინფექციის ფართოდ გავრცელების გამო, კვლავ კომენდანტის საათს გამოაცხადებენ. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხდა, შეზღუდვები ამოქმედდება ათენშიც.

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ღამის 12:30 საათიდან დილის 5 საათამდე შეეზღუდებათ. ახალი ზომები ძალაში შაბათს შევა.

როგორც ხელისუფლებაში განმარტავენ, ამჟამად კოვიდინფექციის გავრცელების ყველაზე დიდი საფრთხე ქვეყნის ჩრდილოეთი მდინარე კოზანისა და კასტორიას ემუქრება.

„ჩვენი მიზანია ღამის ცხოვრება და გადაადგილება შევზღუდოთ, რათა ვირუსის გავრცელება შევაჩეროთ. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს ხანში ნაკლები გართობა გველოდება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მეტი ჯანმრთელი ადამიანი გვეყოლება“, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.

დღეს საბერძნეთში ახალი კორონავირუსის 882 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა 15 პაციენტი.

დატოვე კომენტარი