საბერძნეთის ქალაქ კრანიდში, სადაც 150 მიგრანტს კორონავირუსი დაუდგინდა, კომენდანტის საათი გამოცხადდა
საბერძნეთის ქალაქ კრანიდში, სადაც 150 მიგრანტს კორონავირუსი დაუდგინდა, კომენდანტის საათი გამოცხადდა

საბერძნეთის ხელისუფლებამ ქალაქ კრანიდში კონდენატის საათი გამოაცხადა. ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქალაქში მყოფ 150 მიგრანტს კორონავირუსი დაუდგინეს.

ეპიდაფეთქება იმ სასტუმროში დაფიქსირდა, სადაც 470 თავშესაფრის მაძიებელი დროებით ცხოვრობს. ინფიცირებულთა შორის არის საერთაშორისო ორგანიზაციის ორი წარმომადგენელი, რომელიც მიგრანტებთან მუშაობდა.

საბერძნეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის განკარგულების მიხედვით, მოქალაქეებს საღამოს რვა საათიდან დილის რვა საათამდე სახლებიდან გასვლა აუკრძალეს. კომენდანტის საათი 14 დღით ამოქმედდა. ამასთან მთავრობა მოუწოდებს ხანდაზმულ ადამიანებს, ქუჩაში გასვლას საერთოდ მოერიდოს.

საერთო ჯამში საბერძნეთში კარანტინის რეჟიმი ლტოლვილების 4 თავშესაფარშია გამოცხადებული.