საბერძნეთის პრემიერი თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ორი ქვეყანა მზად არის ურთიერთობების განახლებისთვის
საბერძნეთის პრემიერი თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ორი ქვეყანა მზად არის ურთიერთობების განახლებისთვის

ორი ქვეყანა მზად არის ურთიერთობების განახლებისთვის, – ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ნატო-ს სამიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მიცოტაკისმა ერთსაათიანი შეხვედრა გამართა ერდოღანთან ვილნიუსში, რის შემდეგაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმდნენ მაღალი დონის ურთიერთობების გაგრძლებაზე.

„ჩვენი პრობლემები ჯადოსნური ჯოხით არ გადაწყდა, მაგრამ დღევანდელმა შეხვედრამ დაადასტურა ჩემი და პრეზიდენტ ერდორანის განზრახვა ბერძნულ-თურქული ურთიერთობების განახლების შესახებ“, – განაცხადა მიცოტაკისმა.

საბერძნეთის პრემერ-მინისტრის თქმით, მთავრობის წევრები ზაფხულის დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში უნდა შეიკრიბონ.