საბერძნეთის პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანამ „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში დისციპლინა და გამძლეობა აჩვენა
საბერძნეთის პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანამ „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში დისციპლინა და გამძლეობა აჩვენა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი აცხადებს, რომ საბერძნეთი ევროპაში გამონაკლისი აღარ არის, რადგან „კოვიდ-19“-თან გამკლავებისას დისციპლინა და გამძლეობა აჩვენა. ამის შესახებ კირიაკოს მიცოტაკისმა ადგილობრივ გაზეთ „კათიმერინისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ მისი გადაწყვეტილება, ადრეულ ეტაპზევე მიეღო ვირუსის შემაკავებელი ზომები, სწორი იყო, მიუხედავად ეკონომიკაზე მიყენებული ზარალისა.

„ის, რომ ამ პანდემიას და მის შედეგებს კოლექტიურად გავუმკლავდით იმ დისციპლინით, რომელიც ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ადასტურებს, რომ ჩვენ გვაქვს გამძლეობა“, – აღნიშნავს მიცოტაკისი.

საბერძნეთში, სადაც დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ახალი კოვორონავირუსის ​2,224 შემთხვევა ფიქსირდება.