საბერძნეთის პოლიციამ ცნობილი თეატრის რეჟისორი გაუპატიურების ბრალდებით დააკავა
საბერძნეთის პოლიციამ ცნობილი თეატრის რეჟისორი გაუპატიურების ბრალდებით დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ ცნობილი თეატრის რეჟისორი გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

დიმიტრის ლიგნადისი, საბერძნეთის ეროვნული თეატრის ყოფილი სამხატვრო დირექტორი თანამდებობიდან თვის დასაწყისში, მას შემდეგ გადადგა, რაც მედიაში მის მიმართ შევიწროების ბრალდებები გავრცელდა.

როგორც „როიტერი“ წერს, ლიგნადისი პოლიციას მას შემდეგ ჩაბარდა, რაც პროკურორმა დაკავების ორდერი გამოსცა. ლიგნადისის დაკავების ორდერის გაცემის მიზეზი ორი ადამიანის მიერ მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი გახდა. ორი სარჩელიდან ერთი ხანდაზმულობის ვადებს აკმაყოფილებს.

პოლიციის თქმით, ის ოთხშაბათს სასამართლო პროცესის გამართვამდე პატიმრობაში დარჩება. ლიგნადისის ადვოკატის განცხადებით კი, ის ბრალდებებს არ აღიარებს.

საბერძნეთის კულტურის მინისტრმა ეროვნული თეატრის ყოფილ სამხატვრო დირექტორს „საშიში ადამიანი“ უწოდა.