საბერძნეთის პოლიციამ ბანანის კონტეინერებში 3,2 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი აღმოაჩინა
საბერძნეთის პოლიციამ ბანანის კონტეინერებში 3,2 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი აღმოაჩინა

საბერძნეთის პოლიციამ ბანანის კონტეინერებში 3,2 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი აღმოაჩინა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„როიტერის“ ცნობით, ჩრდილოეთ საბერძნეთის პოლიციამ პორეუსის პორტში ორი საეჭვო კონტეინერი ამოიღო და თესალონიკის პორტში მიტანის შემდეგ 161 კილოგრამი წონის კოკაინი აღმოაჩინა.

საბერძნეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ნარკოტიკი, რომელიც საბერძნეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში გავრცელდებოდა, დაახლოებით 3,2 მილიონი ევროს ღირებულებისაა.

მედიის ცნობით, საბერძნეთის პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა.