მიგრანტთა ბანაკში 31 წლის სირიელის მკვლელობის შემდეგ, საბერძნეთის პოლიციამ ათენის შემოგარენში ათობით მიგრანტი დააკავა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
გამოცემა Ekathimerini -ს ცნობით, სამართალდამცველებმა მატარებელში დასაკითხად 40 ავღანელი დააკავეს. ისინი სავარაუდოდ ათენიდან გაქცევას ცდილობდნენ. ამას გარდა, ათენის ერთ-ერთ სადგურში პოლიციამ 70-მდე სირიელი დააკავა, რომლებსაც შესაძლოა, მიგრანტთა ბანაკში მომხდარ ჩხუბთან აქვთ კავშირი.
31 წლის სირიელი მამაკაცი მალაკასას ბანაკში თავის არეში ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.