საბერძნეთის პარლამენტმა 2019 წლის ბიუჯეტი საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო
საბერძნეთის პარლამენტმა 2019 წლის ბიუჯეტი საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო

საბერძნეთის პარლამენტმა 2019 წლის ბიუჯეტი საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ეს არის პირველი ბიუჯეტი, რომელშიც ეკონომიკის ზრდაზეა ორიენტირებული. წლის მთავრი ფინანსური დოკუმენტი ეკონომიკის 2,5%-იან ზრდაზეა გათვლილი.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ ამ ბიუჯეტის მიღებით ქვყანაში ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა დასრულდება.

„როგორც იქნება საბერძნეთის ბიუჯეტი კვლავ თავისუფალია“, – განაცხადა ციპრასმა.

ციპრასის მთავრობა მომავალ წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ გადასახადების შემცირებას აპირებს.

საპარლამენტო სხდომის პარალელურად, ათენის ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ოპოზიცია მთავრობას მოქალაქეთა მოტყუებაში სდებს ბრალს.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთმა 2010 წლიდან მოყოლებული სამჯერ მოაწერა ხელი ფინანსური დახმარების პაკეტს, რომელთა საერთო მოცულობა 290 მილიარდი ევროა.