საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის სპიკერად არჩევას ულოცავს
Hellenic Parliament: Voting for the new Chairman, in Athens, on July 18, 2019 / Κοινοβούλιο: Ψήφιση νέου Προέδρου της Βουλής, στην Αθήνα, στις 18 Ιουλίου, 2019
საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარე, კონსტანტინოს ტასოულასი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.
„მსურს, გადმოგცეთ როგორც პერსონალურად ჩემი, ასევე, საბერძნეთის პარლამენტის წევრთა გულითადი მოლოცვა და გისურვოთ წარმატებები საქმიანობისას.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ჩვენს ქვეყნებს შორის როგორც ორმხრივი, ასევე, საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაში“, – წერია საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარის მისალოც წერილში.