საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი ჯონ ვან სხიპი - შედეგს ბოლომდე ბრძოლის ხარჯზე მივაღწიეთ #1TVSPORT
საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი ჯონ ვან სხიპი - შედეგს ბოლომდე ბრძოლის ხარჯზე მივაღწიეთ #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში საქართველოს ნაკრებთან მოგებული მატჩი (2:0) საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან სხიპმა შეაფასა და ცხადია, სიხარული არ დამალა, რომ მისმა გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. ეს, შესაძლოა, ელინებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაში დაეხმაროს.

– უპირველესად, საბერძნეთის ფედერაციის და ჩემი სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში მომხდარის გამო. ეს ჩვენი სასტუმროს გვერდით მოხდა და მძიმე ვითარება იყო.

– ჩვენ დღეს მხოლოდ მოგება და სამი ქულა გვინარჩუნებდა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს. მიხარია, რომ ეს ბოლო წუთებზე მოვახერხეთ. ეს ადასტურებს, რომ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. შევეცდებით, შესარჩევი ჯგუფის ბოლო თამაშებიც ასევე ჩავატაროთ და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ.

– სალონიკში საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა. დღეს ჩენ უკეთ ვითამაშეთ და ბოლო წუთებზე მოვახერხეთ თქვენი ნაკრების გატეხვა. თუმცა, მიმაჩნია, რომ საბერძნეთის და საქართველოს ნაკრებები დააახლოებით თანაბარი დონის გუნდებია და ეს დღესაც გამოჩნდა.