საბერძნეთის მთავრობამ მიგრანტთა რეკორდული ნაკადის გამო საგანგებო ზომების შესახებ გამოაცხადა
საბერძნეთის მთავრობამ მიგრანტთა რეკორდული ნაკადის გამო საგანგებო ზომების შესახებ გამოაცხადა

საბერძნეთის მთავრობამ მიგრანტთა რეკორდული ნაკადის გამო საგანგებო ზომების შესახებ გამოაცხადა.

„თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება ჩვენ, გავიმეორებთ 2015 წელს. მივიღებთ ზომებს იმისთვის, რომ დავიცვათ საზღვრები და ამ ზომებს გაცილებით სწრაფად მივიღებთ, ვიდრე 2015 წელს“, – განაცხადა სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა, მიხალის ხრისოხოიდოსმა.

საბერძნეთის მთავრობამ დახმარებისთვის ნატო-სა და ევროკავშირსაც მიმართა.

გასულ კვირას, დაახლოებით 650 ადამიანი, მათ შორის, 240 ბავშვი კუნძულ ლესბოსზე ჩავიდა. ამ დროისთვის მიგრანტთა ბანაკში 11 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ბანაკი კი, მაქსიმუმ სამი ათას ადამიანზეა გათვლილი.