საბერძნეთის მთავრობა ლტოლვილთა სამი დიდი ბანაკის დახურვას გეგმავს
საბერძნეთის მთავრობა ლტოლვილთა სამი დიდი ბანაკის დახურვას გეგმავს

საბერძნეთის მთავრობა ლტოლვილთა სამი დიდი ბანაკის დახურვას გეგმავს. საუბარია კუნძულ ლესბოზე, სამოსა და ქიოსზეა განთავსებულ ბანაკებზე. მათ ნაცვლად კი  იდენტიფიცირების ცენტრები უნდა შეიქმნას.

გავრცელებული ინფორმაციით, მსგავს ცენტრებში ისეთ მიგრანტებს განათავსებენ, რომლებსაც თავშესაფრის მიღების პერსპექტივა არ აქვთ, რომლებიც აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში. ისეთ მიგრანტებს კი, რომლებსაც თავშესაფრის მიღების შანსი ექნებათ, საბერძნეთის სხვადასხვა რეგიონებში გააგზავნიან.