საბერძნეთის რაიონებში, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, სკოლების გახსნა გადაიდო
საბერძნეთის რაიონებში, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, სკოლების გახსნა გადაიდო

საბერძნეთში ზოგიერთი სკოლის გახსნა გადადეს. ამის მიზეზად ხელისუფლება „კოვიდ-19“-ის ინფექციის გავრცელების გაზრდილ მაჩვენებლებს ასახელებს.

როგორც „გარდიანი“ წერს, საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლები აღარ გაიხსნება იმ რაიონებში, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კვლავ რთული რჩება.

ამ ე.წ. წითელ ზონებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება. საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილსა და დასავლეთ ატიკაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა ბოლო კვირის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა.