საბერძნეთის დედაქალაქი საჰარის უდაბნოდან წამოსულმა მტვრის ნარინჯისფერმა ნისლმა დაფარა
საბერძნეთის დედაქალაქი საჰარის უდაბნოდან წამოსულმა მტვრის ნარინჯისფერმა ნისლმა დაფარა

საბერძნეთის დედაქალაქი საჰარის უდაბნოდან წამოსულმა მტვრის ნარინჯისფერმა ნისლმა დაფარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

უდაბნოს მტვრის ანალოგიურმა ღრუბელმა ათენი მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისშიც დაფარა. ის ასევე დაფიქსირდა შვეიცარიასა და სამხრეთ საფრანგეთში.

მტვრის გამო გაუარესებულია ჰაერის ხარისხი. დღეს დილიდან შეუძლებელი იყო აკროპოლისის დანახვა. ღრუბელი ქვეყნის ჩრდილოეთითაც გავრცელდა და სალონიკიმდეც მიაღწია. ხელისუფლებამ მოუწოდა მოქალაქეებს, რომელთაც რესპირატორული დაავადებები აქვთ, შინიდან გასვლას მოერიდონ და ატარონ პირბადე, ვიდრე ღრუბელი დაიშლება.