საბერძნეთის ციხეში ჩხუბის დროს რუსმა პატიმარმა ქართველი მსჯავრდებული მოკლა
საბერძნეთის ციხეში ჩხუბის დროს რუსმა პატიმარმა ქართველი მსჯავრდებული მოკლა

საბერძნეთის ციხეში ჩხუბის დროს რუსმა პატიმარმა ქართველი მსჯავრდებული მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „გრიკ რეპორტერი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ინციდენტი საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 27 ივლისს მოხდა. გავრცელებული ცნობით, 43 წლის რუსი მსჯავრდებული 35 წლის ქართველ პატიმარს დაუპირისპირდა. ჩხუბის დროს რუსმა ქართველს მძიმე დაზიანება მიაყენა, რისგანაც ის გარდაიცვალა.

ქართველი პატიმრის გარდაცვალება ნიგრიტას ციხეში დაადასტურეს. მოგვიანებთ დანიშნულია ცხედრის ექსპერტიზა. დამნაშავეს უახლოეს ხანში ბრალს პროკურატურა წაუყენებს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ციხის ადმინისტრაციასთან საკონსულო დეპარტამენტს ჰქონდა უკვე კომუნიკაცია. მატივე ცნობით, ციხის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ჩხუბის დროს საქართველოს მოქალაქეობის მქონე პატიმარი გარდაიცვალა.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება ჩხუბის გამომწვევ მიზეზებზე. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, როდესაც ნებას გამოძიება დართავს, ცხედარი საქართველოში გადმოასვენონ, საკონსულო დეპარტამენტი დაიწყებს გადმოსვენების პროცედურებს გარდაცვლილის ოჯახთან შეთანხმებით“, – განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყებაში.