საბერძნეთის ჩემპიონატის ჩატარება მსაჯის ცემის გამო შეაჩერესს
საბერძნეთის ჩემპიონატის ჩატარება მსაჯის ცემის გამო შეაჩერესს

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა გაურკვეველი ვადით შეწყვიტოს ქვეყნის ჩემპიონატი. მიზეზი მსაჯების გაფიცვაა.

არბიტრებმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგეს, რაც ერთ-ერთ მსაჯს სამი ნიღბიანი უცნობი მამაკაცი დაესხა თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაზარალებული საავადმყოფოში მოხვდა თავისა და ფეხების ტრავმებით, პოლიციას კი დამნაშავეები ჯერაც არ დაუკავებია.

მსაჯები, მინიმუმ, ორი კვირა აპირებენ პროტესტს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში საბერძნეთის ჩემპიონატი ასევე შეწყდა მას შემდეგ, რაც პაოკ-ის მფლობელი ივან სავიდი მატჩის დროს, იარაღით შეიჭრა მოედანზე.