საბერძნეთი: თაღლითებმა ხანდაზმულ ქალს 4 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ოქროს მონეტები და სამკაულები დასტყუეს

17:53, 15.10.2026
საილუსტრაციო ფოტო

საილუსტრაციო ფოტო

ბერძნული საინფორმაციო სააგენტო ANA-MPA-ს ცნობით, თესალონიკში ხანდაზმულს ქალს 4,76 მილიონი ევროს ღირებულების ქონება დასტყუეს. სამშაბათს, 13 ოქტომბერს, 88 წლის ქალს უცნობმა მამაკაცმა დაურეკა და უთხრა, რომ ვინაიდან ელექტროგადამცემ ქსელში სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო, არსებობდა ელექტროშოკით დაზიანების საფრთხე.

თავის მხრივ, გაზეთი „ეთნოსი“ ამ შემთხევასთან დაკავშირებით იუწყება, რომ სარემონტო სამუშაოების საბაბით, ქალი დაარწმუნეს, ყველა ლითონის ნივთი შეეგროვებინა და ბინის კარი ღია დაეტოვებინა.

ქალმა „რჩევა“ გაითვალისწინა და მთელი თავისი ძვირფასეულობა, მათ შორის 4 766 ოქროს მონეტა და სამკაულები, ჩანთებში შეაგროვა. ჩანთების საერთო წონა 38 კილოგრამს შეადგენდა.

ამის შემდეგ, ხანდაზმული ქალი დაარწმუნეს, ბინის ერთ-ერთ ოთახში დარჩენილიყო. როდესაც ის ოთახიდან გამოვიდა, ჩანთები ადგილზე აღარ დახვდა.

გავრცელებული ცნობებით, მოპარული ოქროს მონეტებისა და სამკაულების საერთო ღირებულება 4.7 მილიონ ევროს შეადგენს. მომხდარ ძარცვას საბერძნეთის პოლიცია იძიებს.

სტატია და ფოტო: ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ – Българска национална телевизия)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი, 2026 წელი, 12:26 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი