საბერძნეთი „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების გამო სერბეთთან საზღვარს კეტავს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
საბერძნეთის მთავრობამ საზღვრის ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სერბეთის მთავრობამ არსებული ეპიდმდგომარეობის გამო დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სერბეთში „კოვიდ-19“-ის 302 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში, საერთო ჯამში, ვირუსის 16000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 311 ადამიანი.