სერბეთის მოქალაქეებს საბერძნეთში შესვლა 6 ივლისიდან 15 ივლისამდე აეკრძალებათ. „როიტერის“ ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ზრდის ფონზე, საგანგებო მდგომარეობა ხელახლა გამოცხადდა.
საბერძნეთმა საკუთარი საზღვრები პირველი ივლისიდან გახსნა, თუმცა მთავრობა უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში, საზღვრები ხელახლა ჩაკეტოს. საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის 3500 შემთხვევაა დაფიქსირებული.