საბერძნეთი საერთაშორისო რეისებზე შეზღუდვას 19 აპრილამდე ახანგრძლივებს
საბერძნეთი საერთაშორისო რეისებზე შეზღუდვას 19 აპრილამდე ახანგრძლივებს

საბერძნეთი საერთაშორისო რეისებზე შეზღუდვას 19 აპრილამდე ახანგრძლივებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ ვირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო მიიღო.

ახალი წესების მიხედვით, ყველა მგზავრი ვალდებული იქნება, საბერძნეთში ჩასვლის დროს თან იქონიოს 72 საათით ადრე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი.

უცხოელი ტურისტები ვალდებული იქნებიან, 7-დღიანი კარანტინი გაიარონ, გამონაკლისს წარმოადგენენ ისრაელის მოქალაქები.

საბერძნეთში სკოლები, სავაჭრო ცენტრები და რესტორნები დახურულია. საბერძნეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსის 273 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 8300 ადამიანი.