საბერძნეთი პირველი მარტიდან საზღვართან მისულ მიგრანტებს ქვეყანაში არ შეუშვებს
საბერძნეთი პირველი მარტიდან საზღვართან მისულ მიგრანტებს ქვეყანაში არ შეუშვებს

საბერძნეთი პირველი მარტიდან საზღვართან მისულ მიგრანტებს ქვეყანაში არ შეუშვებს. ამის შესახებ ცნობას „როიტერი“ ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საბერძნეთისა და თურქეთის საზღვართან ბერძენმა მესაზღვრეებმა ბოლო რამდენიმე დღეში 35 ათასი მიგრანტის შეკავება მოახერხეს. თუმცა ათასობით პირმა საზღვრის გადაკვეთა მაინც მოახერხა. საბერძნეთის ხელისუფლება ახლა მათ დეპორტაციას გეგმავს.

თურქეთმა საბერძნეთთან არსებული საზღვარი მიგრანტებისთვის 28 თებერვალს გახსნა. მას შემდეგ საზღვარს ათობით ათასი მიგრანტი მიადგა. ამ ხნის განმავლობაში მიგრანტების შესაკავებლად საბერძნეთის მესაზღვრეებმა სპეციალური საშუალებები არაერთხელ გამოიყენეს. მათ შორის იყო ცრემლსადენი აირი.

ამის პარალელურად, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს ცნობას, რომ თურქეთმა საბერძნეთთან არსებულ საზღვართან უკან დახეული მიგრანტების შესაკავებლად ათასი სამართალდამცავი გაგზავნა.