საბერძნეთი გახდა პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი დაამტკიცა

09:57, 16.02.2024

საბერძნეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი დაამტკიცა და გახდა პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა, რომელმაც აღნიშნული კანონი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

პარლამენტში კენჭისყრაზე კანონს მხარი სულ 176-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 76 წინააღმდეგი იყო.

როგორც გამოცემა იუწყება, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისი მისავე პარტიაშიც შეხვდა წინააღმდეგობებს, თუმცა, მისი განცხადებით, ეს დაასრულებდა დემოკრატიის უთანასწორობას.

კანონის წინააღმდეგ ასევე გამოვიდა საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონის სამარასი. მისი თქმით, ერთაირსქესიანთა ქორწინება არ არის ადამიანის უფლებები და ეს კანონი არ უნდა მიეღოთ.

მსგავსი