საბერძნეთი და ავსტრია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, დანერგონ კოვიდვაქცინაციის პასპორტები, რაც ტურისტული ინდუსტრიის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს
საბერძნეთი და ავსტრია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, დანერგონ კოვიდვაქცინაციის პასპორტები, რაც ტურისტული ინდუსტრიის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს

საბერძნეთი და ავსტრია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, დანერგონ კოვიდვაქცინაციის პასპორტები, რაც ევროპის ტურისტული ინდუსტრიის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირის ლიდერთა ვირტუალურ დისკუსიაზე გაჟღერდა. თუმცა ამ ინიციატივას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ.

საფრანგეთი და გერმანია მიიჩნევენ, რომ ასეთი სერთიფიკატის შემუშავება ნაადრევია, ვინაიდან მონაცემები ვაქცინების ეფექტურობასთან და ვირუსის შემდგომ გადაცემასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არასრულია. აღნიშნული ქვეყნები ასევე თვლიან, რომ მხოლოდ კოვიდვაქცინირებული პირებისთვის მოგზაურობაზე ნების დართვა იმ დროს, როდესაც ახალგაზრდები ვაქცინაციის პირველ ფაზებში ნაკლებად პრიორიტეტულ სეგმენტად მოიაზრებიან, დისკრიმინაციული იქნება. გერმანია და საფრანგეთი კიდევ ერთ ფაქტორად ვირუსის სწრაფად გავრცელებად ახალ შტამებსა და შემდგომ მუტაციებს ასახელებენ.