საბჭოს მოედანზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს
საბჭოს მოედანზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში, საბჭოს მოედანზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. შსს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დეტალებზე საუბრისგან,  რამდენი პირი მონაწილეობდა ყაჩაღობაში, არიან თუ არა დაკავებულები და მოახერხეს თუ არა  ბანკიდან თანხის წაღება, თავს იკავებენ როგორც შსს-ში, ასევე „საქართველოს ბანკში“.

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ყაჩაღობას გულისხმობს.