საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პრესცენტრი 21 ნოემბერს გაიხსნება, პრესისთვის აკრედიტაციის გაცემა 20 ნოემბერს დაიწყება
საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პრესცენტრი 21 ნოემბერს გაიხსნება, პრესისთვის აკრედიტაციის გაცემა 20 ნოემბერს დაიწყება

20 ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფარგლებში პრესისთვის აკრედიტაციის გაცემა დაიწყება. აკრედიტაციის მიღება პრესის წარმომადგენლებს ყოველდღე 09:00-დან 17:00 საათამდე შეეძლებათ.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პრესცენტრი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 21 ნოემბრიდან გაიხსნება და ყოველდღე 09:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო 26 ნოემბერს 09:00-დან 00:00 საათამდე იმუშავებს.