საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია - ფოტოამბავი
საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია - ფოტოამბავი

საბავშვო ევროვიზიის გახსნის ოფიციალური ცერემონია ​საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს გაიმართა.

ღონისძიებაში საბავშვო ევროვიზიის 16 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი გრიგოლ ყიფშიძე მეცხრე ნომრად გამოვა.

საბავშვო ევროვიზიას კვიპროსის წარმომადგენელი ნიკოლა ნიკოლაუ გახსნის. ბოლო მონაწილე, რომელიც ევროვიზიის სცენაზე გამოვა, იტალიის წარმომადგნელი მარია ისიდე ფიოერეა.

საიუბილეო, საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.

 

 

ფოტოები: მირიან მელაძე