საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, ანდრია ფუტკარაძის სიმღერის ონლაინ პრემიერა 13 ოქტომბერს გაიმართება
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, ანდრია ფუტკარაძის სიმღერის ონლაინ პრემიერა 13 ოქტომბერს გაიმართება

To My Mom – „დედას“ – ასე ქვია საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტის, ანდრია ფუტკარაძის სიმღერას, რომლის ონლაინ პრემიერა 13 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

სიმღერის ავტორი გიგა კუხიანიძეა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა.

ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო; კოსტიუმი კი, იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.

საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 16 ნოემბერს გაიმართება. კონკურსის ტრანსლაციას ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.