უგულშემატკივრე საქართველოს – საბავშვო ევროვიზია დღეს 23:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ

13:15, 24.10.2026

მალტაში დღეს რიგით 24-ე საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი გაიმართება.

საქართველოს წარადგენს „რანინას“ მეცხრე სეზონის გამარჯვებული, 10 წლის დავით ლომიძე, სიმღერით „მზე სახურავებზე“. დავით ლომიძე კონკურსზე მე-15 ნომრად წარდგება.

კონკურსი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ხმის მიცემა დაწყებულია, საქართველოს წარმომადგენლისთვის, დავით ლომიძისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

ხმის მისაცემად ეწვიეთ ვებგვერდს – jesc.tv ან გადადით ბმულზე https://vote.eurovision.com/

უყურეთ მოკლე ვიდეოკოლაჟს, აირჩიეთ საქართველო და კიდევ ორი ნებისმიერი ქვეყანა, შემდეგ დააჭირეთ ხმის მიცემის ღილაკს.

ხმის მიცემა შესაძლებელია ერთი ტელეფონიდან და ერთი კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ.

ხმის მიცემა დროებით დასრულდება დღეს, 23:00 საათზე, როდესაც კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება. თექვსმეტივე მონაწილის გამოსვლის შემდეგ ხმის მიცემა 15 წუთით ისევ განახლდება, რა დროსაც თქვენ ისევ შეძლებთ მეორედ ხმის მიცემას. გამარჯვებული მაყურებლისა და ჟიურის დაჯამებული ქულების რაოდენობით გამოვლინდება.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის ოთხგზის გამარჯვებულია.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსს მალტა მესამედ მასპინძლობს, 2016 წელს მალტაში საქართველომ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი