საბა ვაშაყმაძე შვეიცარიული „სერვეტის“ 17-წლამდელთა გუნდში ითამაშებს #1TVSPORT

20:25, 29.03.2023

საბა ვაშაყმაძე კარიერას შვეიცარიულ „სერვეტში“ გააგრძელებს – ინფორმაციას „ლოკომოტივის“ აკადემიის გვერდი ავრცელებს.

„ჩვენი აკადემიის ფეხბურთელი, საბა ვაშაყმაძე კარიერას შვეიცარიულ „სერვეტში“ გააგრძელებს. „ლოკომოტივის“ ყოფილი ფეხბურთელი 17-წლამდელთა გუნდში ითამაშებს“, – წერია „ლოკომოტივის“ აკადემიის ფეისბუქის გვერდის გავრცელებულ ცნობაში.

საბა ვაშაყმაძე „ლოკომოტივის“ აკადემიის ფეხბურთელი 2015 წლიდან გახდა და მას შემდეგ თბილისური კლუბის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა.

რაც შეეხება მის ახალ კლუბს – „სერვეტი“ შვეიცარიის სუპერლიგაში ამჟამად მეორე ადგილზეა და მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.

მსგავსი