საბა საზონოვის „ტორინო“ „ფიორენტინასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
საბა საზონოვის „ტორინო“ „ფიორენტინასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

საბა საზონოვის „ტორინო“ იტალიის ჩემპიონატში „ფიორენტინას“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მცველი სერია A-ს მე-18 ტურის შეხვედრაში ტურინული კლუბის განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

შეხვედრის ბედი „ფიორენტინას“ მცველმა, ლუკა რანიერიმ გადაწყვიტა, რომელმაც 83-ე წუთზე „ტორინოს“ კარი აიღო. სტუმრების მონდომების მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა.

„ტორინო“ 18 ტურის შემდეგ 24 ქულით მეათე ადგილზეა, ხოლო „ფიორენტინა“ 33 ქულით მეოთხე პოზიციაზე, ანუ ჩემპიონთა ლიგის ზონაშია.