საბა მამაცაშვილი „სირიუსში“ დებიუტზე - გულშემატკივრები ჩემს სახელს რომ სკანდირებდნენ სასიამოვნო იყო #1TVSPORT
საბა მამაცაშვილი „სირიუსში“ დებიუტზე - გულშემატკივრები ჩემს სახელს რომ სკანდირებდნენ სასიამოვნო იყო #1TVSPORT

საბა მამაცაშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „სირიუსში“, რომელიც შვედეთის ჩემპიონატში „ჰაკენს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი შვედურ კლუბში ზაფხულში გადავიდა, მაგრამ გარკვეული დრო სამუშაო ვიზას ელოდა, შემდეგ განაცხადში კი ხვდებოდა, მაგრამ თამაშის საშუალება აქამდე არ მისცემია.

მამაცაშვილი მოედანზე მე-80 წუთზე შეცვლაზე შევიდა. ამ დროისთვის „ჰაკენი“ 2:0-ს იგებდა. საბა თამაშში აქტიურად ჩაერთო და მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება 6,7 ქულა მიიღო, ტრიბუნაზე მყოფი გუნდის ფანები კი მის სახელს სკანდირებდნენ.

„როდესაც მატჩი დასრულდა და გულშემატკივრებთან მადლობის გადასახდელად მივედით, ისინი ჩემს სახელს სკანდირებდნენ, ეს სასიამოვნო გრძნობა იყო. მინდა, ამისთვის მათ მადლობა ვუთხრა“, – განაცხადა საბა მამაცაშვილმა მატჩის შემდეგ.