საბა ლობჟანიძემ დანიის სუპერლიგაში თავი ისევ გამოიჩინა – ის „რანდერსში“ კვლავ გამორჩეული ფიგურა იყო და გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
საქართველოს ნაკრების შემტევის გუნდი დანიის სუპერლიგის მესამე ტურში სტუმრად „ჰობროს“ შეხვდა და შეხვედრა ანგარიშით 2:2 დაასრულა.
საბა ლობჟანიძე „რანდერსის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მეცხრე წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა. მაგრამ მეორე ტაიმში მისი გუნდის კარში მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ „რანდერსი“ 71-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა და მასპინძლებმა მეორე გოლი ოთხ წუთში გაიტანეს. მაგრამ 25 წლის ქართველმა შემტევმა გუნდს ქულა მაინც გადაურჩინა. მან გადამწყვეტი გოლი 78-ე წუთზე გაიტანა.
სამი ტურის შემდეგ, ორი ქულით, დანიის სუპერლიგაში „რანდერსი“ მეათე ადგილზეა.