საბა ლობჟანიძემ დანიაში ისევ გაიტანა [ვიდეო]

საბა ლობჟანიძემ დანიის საფეხბურთო სუპერლიგაში გოლი გაიტანა და „რანდერსს“ გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

საქართველოს ნაკრების 24 წლის თავდამსხმელი „რანდერსის“ ძირითად შემადგენლობაში იყო მე-10 ტურის შეხვედრაში, რომელიც გუნდმა საკუთარ არენაზე „ჰორსენსთან“ გამართა. მართალია, სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს, მაგრამ საბოლოოდ 2:1 მაინც „რანდერსმა“ მოიგო.

25-ე წუთზე კი სტუმართა მოთამაშემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მანამდე ანგარიში მე-9 წუთზე „ჰორსესმა“ გახსნა, 22-ე წუთზე კი საბა ლობჟანიძემ საკუთარი წამოწყებული შეტევა დააგვირგვინა და წონასწორობა აღადგინა, მეტოქის მცველის ავტოგოლით კი „რანდერსმა“ მოიგო. აღსანიშნავია, რომ მეორე გოლი ქართველის მოწოდებული კუთხურის შემდეგ გავიდა.

რანდერსი“ 14 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო საბა ლობჟანიძემ 10 შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.