საბა ლობჟანიძე - „რანდერსს“ ზაფხულში მაინც დავტოვებ
საბა ლობჟანიძე - „რანდერსს“ ზაფხულში მაინც დავტოვებ
საქართველოს პირველი არის გადაცემა „ტაიმაუტში“ საბა ლობჟანიძემ განაცახდა, რომ „რანდერსის“ დატოვებას სურს, მაგრამ ჯერ არ იცის, ეს რამდენად რეალურია.
 
„უკეთეს კლუბში თამაში მინდა ამის შანსი 50/50-ზეა – შეიძლება, გუნდი იანვარში დავტოვო. შესაძლოა, არ გამიშვან. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ზაფხულში აუცილებლად სხვა გუნდში გადავალ. ახალი წელი მოდის, უფრო დადებითი განწყობა გექმნება და იმედიანად უნდა განვეწყოთ და დაველოდოთ, რა მოხდება” – ამბობს საბა ლობჟანიძე.
გავრცელებული ინფორმაციების თანხმად, საბა დანიის ჩემპიონატს და „რანდერსს“ დატოვებს და ან დანიურ “ბრონდბიუში“, ან თურქულ „რიზესპორში“ ითამაშებს.
საქართველოს ნაკრებისა და „რანდერსის” ფლანგის თავდამსხმელმა გულშემატკივრებს ახალი წელია მიულოცა: „მინდა საქართელოს ახალი წელი მივულოცო და ყველას ჯანმრთელობა და ბედნიერება ვუსურვო, ყველა ოჯახს კი – ხვავი და ბაქარა. ვიფიქროთ კარგზე და ასე წარმატების მეტი იმედი გვექნება. ცუდზე ფიქრი არაფერს გვარგებს“.