საბა ლობჟანიძე - ხვალინდელ შეხვედრაში მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობ
საბა ლობჟანიძე - ხვალინდელ შეხვედრაში მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობ

სომხეთთან ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისს ნაკრების შემტევი საბა ლობჟანიძე ახლდა, რომელმაც მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

გამოვიდა თუ არა გუნდი სტრესიდან? მან ამ კითხვაზე პასუხით დაიწყო.

„სტრესს რაც შეეხება, ამ თამაშის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავალთ. მაგრამ მნიშვნელოვანი მატჩია, მოსაგებად უნდა ვითამაშოთ და რეაბილიტაციას უნდა შევეცადოთ. მე არ ვიცი, ვინ რას ფიქრობდა ჩვენს წაგებაზე. დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება. ახლა მე ვფიქრობ მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრასა და მოგებაზე“, – ამბობს საბა ლობჟანიძე.

15 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში „დინამო-არენაზე“ სომხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 18 ნოემბერს – ესტონეთს. წლის დასკვნით მატჩებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.