საბა ლობჟანიძე დანიის სიმბოლურშია
საბა ლობჟანიძე დანიის სიმბოლურშია

საბა ლობჟანიძემ დანიის სუპერლიგაში გამოარჩიეს. „რანდერსის“ ქართველმა ლეგიონერმა მესამე ტურში სტუმრად „ჰობროსთან“ შეხვედრაში (2:2 დაასრულდა) დუბლი შეასრულა და გუნდს ქულა გადაურჩინა.

ფეხბურთის საერთაშორისო სტატისტიკის ვებგვერდმა „სოფასქორმა“ (Sofascore) საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის თამაში ათბალიანი სისტემით 8,0 ქულით შეაფასა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

შედეგად, საბა ლობჟანიძე მიმდინარე სეზონში დანიის სუპერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში პირველად დაასახელეს.