საბა ლობჟანიძე - დანიაში გატარებული დრო არასოდეს დამავიწყდება
საბა ლობჟანიძე - დანიაში გატარებული დრო არასოდეს დამავიწყდება

საბა ლობჟანიძე დანიაში ისევ გაიხსენეს. გამოცემა „ტიპსბლადეტმა“ დანიური „რანდერსიდან“ თურქულ „ანკარაგუჯუში“ გადასულ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელზე წერილი გამოაქვეყნა.

„საბა ლობჟანიძე თურქეთში იანვარში გადავიდა და კარგი დებიუტი ჰქონდა. თუმცა, ის „რანდერსს“ ხშირად და თბილად იხსენებს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბოლო სამ სეზონში „რანდერსის“ ყველაზე პოპულარული მოთამაშე იყო, რამაც მისი თურქეთში გადასვლა განაპირობა. თუმცა, ქარტველ ფეხბურთელს უამრავი სხვა გუნდი იწვევდა, მათ შორის, დანიის სუპერლიგაში. „რანდერსის“ ფორმით სუპერლიგაში ჩატარებულ 84 მატჩში საბა ლობჟანიძემ 28 შთამბეჭდავი გოლი გაიტანა და „რანდერსისადმი“ მადლიერებას გამოხატავს“, – წერს გამოცემა და ქართველი მოთამაშის კომენტარს

გამოცემა წერს, რომ საბა ლობჟანიძის ახალ კლუბსაც მოერგო: „სანამ თურქეთის ლიგაში თამაშები შეჩერდებოდა, საბა ლობჟანიძემ ახალ გუნდში შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა – თურქული ფეხბურთის გრანდ „ფენერბახჩესთან“ შინ მოგებულ (2:1) შეხვედრაში. ახლა საბას კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ქართველ ფეხბურთელს ხელფასი შეუმცირეს“.