საბა ლობჟანიძე - ათი მოთამაშით ფრეც კარგი შედეგია
საბა ლობჟანიძე - ათი მოთამაშით ფრეც კარგი შედეგია

მიმდინარე სეზონზე საბა ლობჟანიძემ დანიის სუპერლიგაში თავი პირველად გამოიჩინა. მან მესამე ტურში გასვლაზე „ჰობროსთან“ დუბლი შეასრულა და გუნდს ქულა (2:2) მოუპოვა.

მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „რანდერსის“ ოფიციალურ გვერდთან კომენტარი გააკეთა და შეხვედრა და საკუთარი თამაში შეაფასა.

„გულახდილად რომ ვთქვა, სამი ქულის მოპოვებას ვიმედოვნებდი, თუმცა მიზნის მიღწევა რთული გამოდგა, რადგან ბოლოს ფეხბურთელი გაგვიძევეს და 10 მოთამაშით დავრჩით. აქედან გამომდინარე, 2:2 კარგი შედეგია. მადლობა „რანდერსის“ გულშემატკივარს. მათი შესანიშნავი მხარდაჭერა ძალიან დაგვეხმარა. ჩემი დუბლი კი მახარებს, რადგან ეს სეზონზე პირველი გოლები იყო“, – ამბობს საბა ლობჟანიძე.