საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალგაზრდა მცველმა, საბა გოგლიჩიძემ ესპანეთთან მატჩის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო, შესვენებაზე ის გურამ კაშიამ შეცვალა.
იტალიური გამოცემის, „კორიერე დელი სპორტის“ მტკიცებით ტრავმა სერიოზული არ არის. საბა საქართველოს ნაკრებს ბულგარეთში აღარ გაჰყოლია, უდინეში ჩავიდა და გუნდის ექიმებთან გამოკვლევა ჩაიტარა. დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა, თუმცა, ექიმებისვე რჩევით, საბა „უდინეზეს“ უახლოეს მატჩს („ბოლონიასთან 22 ნოემბერს) გამოტოვებს.