საბა გოგლიჩიძემ იტალიაში ისევ შეუცვლელად ითამაშა, გურამ გიორბელიძე თურქეთში ადგილს იმკვიდრებს #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძის „მონცა“ იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში „ბოლონიას“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ქართველმა მცველმა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეოთხედ ითამაშა და 6,5 ქულა მიიღო.
სერია B-ს მე-10 ტურში დაჩი ლორთქიფანიძის „კრემონეზემ“ საკუთარ მოედანზე „ბენევენტოსთან“ 3 ქულა მოიპოვა 1:0. ქართველი ნახევარმცველი სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ ამჯერად არ უთამაშია.
თურქეთის სუპერლიგის მე-10 ტურში გურამ გიორბელიძის „ერზურუმსპორი“ თურქეთის სუპერლიგაში შინ „ქორუმთან“ ვერაფერს გახდა – 1:3. ქართველმა მარცხენა მცველმა „ერზურუმის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და ამჯერადაც შეუცვლელად ითამაშა.