საბა ბუაძე - საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, მათი ჩართულობა იმედისმომცემია
საბა ბუაძე - საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, მათი ჩართულობა იმედისმომცემია

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მათი ჩართულობა ამ პროცესში არის იმედისმომცემი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

საბა ბუაძე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა მხარე საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებს გაითვალისწინებს.

„შარლ მიშელის პირადი დაინტერესება საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით როგორც ოპოზიციისთვის, ისე ხელისუფლებისთვის ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენია. იმედი მაქვს, გზავნილებს, რომლებიც ჩვენ გვესმის უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ყველა მონაწილე მხარე ზედმიწევნით დაუგდებს ყურს“, – განაცხადა საბა ბუაძემ.