საბა ბუაძე - „ქართულმა ოცნებამ“ არ გადმოდგა არც ერთი საპასუხო ნაბიჯი და კომპრომისის სივრცე არც ერთი მიმართულებით არ აჩვენა
საბა ბუაძე - „ქართულმა ოცნებამ“ არ გადმოდგა არც ერთი საპასუხო ნაბიჯი და კომპრომისის სივრცე არც ერთი მიმართულებით არ აჩვენა

ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პროცესი იყო ლუსტრაცია „ქართული ოცნების“ და კარგად გამოჩნდა, რომ შიგნით არ არსებობს სურვილი იმისა, რომ კრიზისი დასრულდეს მოლაპარაკების გზით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკების მაგიდა ააყირავა.

„მათ ძალიან გააზრებულად ააყირავეს მოლაპარაკების მაგიდა და აუყურავეს არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, არამედ მაგიდა ააყირავეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით. ბატონი მიშელის მიერ დატოვებულ ექვსპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ არ გადმოდგა არც ერთი საპასუხო ნაბიჯი და არ აჩვენა კომპრომისის სივრცე არც ერთი მიმართულებით. რაც კიდევ არის დადასტურება იმისა, რომ მათ თავიდანვე არ ჰქონდათ განზრახული ამ კრიზისის მოლაპარაკებით დასრულება“, – განაცხადა ბუაძემ.