საბა ბუაძე - პოზიცია არის ერთიანი და გულისხმობს, რომ სიცრუის პარლამენტში მონაწილეობა არ მივიღოთ, რა მექანიზმით მოხდება ეს, მნიშვნელობა არ აქვს
საბა ბუაძე - პოზიცია არის ერთიანი და გულისხმობს, რომ სიცრუის პარლამენტში მონაწილეობა არ მივიღოთ, რა მექანიზმით მოხდება ეს, მნიშვნელობა არ აქვს

როდესაც „ლელო“ ამბობს, რომ ის პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი, ეს გულისხმობს იმას, რომ მისი არც ერთი წევრი არ იქნება პარლამენტში“, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

როგორც ბუაძემ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, „ლელოში“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციაა.

„რომელი ფორმალური და სამართლებრივი მექანიზმით მოხდება ეს, ამას სიმართლე გითხრათ, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არის, რომ პოზიცია არის ერთიანი და გულისხმობს იმას, რომ ამ სიცრუის პარლამენტში მონაწილეობა არც ერთმა ჩვენმა წევრმა არ მიიღოს“, – განაცხადა ბუაძემ.