საბა ბუაძე - „გირჩის“ განცხადებებს სერიოზულად არ მივიჩნევ, მათ მოსმენას სუფთა ჰაერზე გასვლა ვამჯობინე
საბა ბუაძე - „გირჩის“ განცხადებებს სერიოზულად არ მივიჩნევ, მათ მოსმენას სუფთა ჰაერზე გასვლა ვამჯობინე

„გირჩის“ განცხადებებს სერიოზულად არ მივიჩნევ, ამაზე დროის კარგვა არავის სჭირდება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს არის ვინმე, ვინც „გირჩს“ სერიოზულად აღიქვამს? მე, პირადად, არ მოვუსმინე მათ. გავედი ეზოში და როდესაც დაამთავრეს პერფორმანსი, დავბრუნდი შეხვედრის ოთახში. მათ განცხადებებს სერიოზულად არ მივიჩნევ. ისინი არასერიოზულ ადამიანებად მიგვაჩნია და ამაზე დროის კარგვა არავის სჭირდება. მათ მოსმენას სუფთა ჰაერზე გასვლა ვამჯობინე“,- განაცხადა საბა ბუაძემ.

„გირჩის“ ლიდერებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრა დატოვეს.