საბა ბუაძე - სააკაშვილის ჩამოსვლა რა ეფექტს იქონიებს პოლიტიკურ ვითარებაზე, ეს ცნობილი გახდება მხოლოდ მისი ჩამოსვლის შემდეგ, ჩამოსვლა მისი ნებაა
საბა ბუაძე - სააკაშვილის ჩამოსვლა რა ეფექტს იქონიებს პოლიტიკურ ვითარებაზე, ეს ცნობილი გახდება მხოლოდ მისი ჩამოსვლის შემდეგ, ჩამოსვლა მისი ნებაა

„ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, ოპოზიცია მობილიზებულია, რომ არჩევნების დღეს მმართველ პარტია არ მიეცეს საშუალება, ამომრჩევლის ნება დაამახინჯოს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას, ბუაძის თქმით, რა ეფექტს იქონიებს მისი ჩამოსვლა პოლიტიკურ ვითარებაზე, ეს ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ჩამოვა.

„ჩვენი მაქსიმალური ყურადღება არჩევნების დღეზეა გადატანილი და ვახდენთ რესურსების სრულ მობილიზებას, რომ არჩევნების დღეს „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს საშუალება, ამომრჩევლის ნება დაამახინჯოს. ამიტომაც, ჩვენ ყურადღების გადატანას არაფერზე ვაპირებთ. რა ეფექტს იქონიებს მისი ჩამოსვლა პოლიტიკურ ვითარებაზე, ეს ცნობილი გახდება მხოლოდ და მხოლოდ მისი ჩამოსვლის შემდეგ. ჩამოსვლა მისი ნებაა“, – განაცხადა ბუაძემ.