საბა ბუაძე - ანაზღაურების თემა არის „ქართული ოცნების“ შემოგდებული, რომ ჩრდილი მიაყენოს ოპოზიციის იმ მოთხოვნებს, რომელიც არჩევნების გაყალბებასთან არის დაკავშირებული
საბა ბუაძე - ანაზღაურების თემა არის „ქართული ოცნების“ შემოგდებული, რომ ჩრდილი მიაყენოს ოპოზიციის იმ მოთხოვნებს, რომელიც არჩევნების გაყალბებასთან არის დაკავშირებული

„ლელოდან“ არც კი განიხილება, რომ ვინმემ ამ თანხებზე თანხმობა განაცხადოს, ამიტომ ჩვენ ამ პროცესში არ ვმონაწილეობთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ რამდენიმე ოპოზიციონერის მიერ პარლამენტისთვის ხელფასის მოთხოვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ანაზღაურების თემა არის „ქართული ოცნების“ მორიგი შემოგდებული თემა, რომ ჩრდილი მიაყენოს ოპოზიციის იმ ლეგიტიმურ მოთხოვნებს, რომელიც არჩევნების გაყალბებასთან არის დაკავშირებული“.

„ამ სატყუარას არავინ წამოეგება, ამ ფულზე ხელის მოკიდებას არავინ აპირებს და ეს ფული „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოიყენება, როგორც ვიღაცის ცუდად წარმოჩენის ინსტრუმენტი. აქ საუბარი არ არის იმაზე ვიღაც ფულს აიღებს თუ არა, საუბარი არის იმაზე „ქართულმა ოცნებამ“ როდის და რა ფორმით უნდა დანიშნოს ახალი არჩევნები, ამ თემას ისინი ვერ გაექცევიან როგორ ძალიანაც არ უნდა ცდილობენ სხვადასხვა ასეთი სატყუარებით და მეორეხარისხოვანი საკითხებით ამ თემის გადაფარვას. ჩვენ არ გაქვს ინფორმაცია ვინმემ მიმართა თუ არა, „ლელოდან“ არც კი განიხილება, რომ ვინმემ ამ თანხებზე თანხმობა განაცხადოს, ამიტომ ჩვენ ამ პროცესში არ ვმონაწილეობთ“, – განაცხადა ბუაძემ.

არსებული ინფორმაციით, მეათე მოწვევის პარლამენტს ხელფასის დარიცხვის მიზნით სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა.